ადგილობრივი სახელწოდება
არყის სოკო (1) არყის ზოკო (ხევს.) (თუშ.) (ფშა.) (2).
აღწერა
ნაყოფსხეული — თავიდან ბურთისებრი, შემდეგ ბალიშის ფორმის ან ნიჟარისებრი, 20 სმ-მდე დიამეტრის. თავიდან მოთეთრო, შემდეგ მოყვითალო — ღია მურამდე. მილები მსხვილია, სქელგარსიანი. გამხმარ ნაყოფსხეულს კორპისებური აგებულება აქვს. რბილობი — თეთრი, მომწარო, სოკოს სუნით. სპორები — ცილინდრული, მოხრილი, უფერული, 4.5–6 X 1.3–1.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება გამხმარ და ცოცხალ არყის ხეებზე, სუბალპურ ტყეებში, მთელი წელი.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).
გამოყენება
არყი ისხამს და ამ სოკოსგან ბურთებს თლიან ბალღები. აბედსაც აკეთებენ (ხევსურეთში), არ იჭმევა (2), წარსულში საქართველოს მოსახლეობა გამხმარი არყის სოკოსგან სათამაშო ბურთებს თლიდა (1), ხოკრებს (სკებს) სათვალეებში შაუბოლებენ არყის ზოკოს (3).
თუშეთი — „არყის ხეზე იზრდება თავიდან თეთრი, მერე მუქდება, ჩემ ბავშვობაში სახსრების წამალს აკეთებდნენ, მე არ მახსოვს როგორ“ (5).
წყარო
1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
2. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
3. ჭინჭარაული, ა. (2005) ხევსურული ლექსიკონი. საქ. მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი. – თბილისი.
4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
5. ბაკურაძე, ვ. (2014) ომალო, თუშეთი.
Local Name
Arq’is sok’o (1) Arq’is zok’o (khevs.), (tush.), (pshav.) (2).
Description
Bracket: The bracket is 10–20 cm across, 2–6 cm thick, subglobose at first, expanding to hoof-shaped often with a rudimentary stem, margin thick and rounded, upper surface with a thin separable skin, smooth, whitish when young darkening to fleshy grey-brown with age. Flesh: The flesh is white, rubbery. Taste slightly bitter, smell strong and pleasant. Spores: The spores are 4.5–6 X 1.3–1.5 um, cylindric to bean-shaped, colorless.
Habitat: On dry or living birch, in subalpine forests. Season: All year.
Distribution: All regions of Georgia (4).
Uses
It grows on birch and local kids make the balls from these fungi. Also, from these fungi make tinder (in Khevsureti). Non-edible (2).
Tusheti — “It grows on the birch, at first it’s a white, and then becomes darker, in my childhood they were compounding up a medicine of limbs, but I don’t remember how” (5).
References
1. Nakhutsrishvili, I.G. (2007) Fungi of Georgia. Tbilisi: Buneba Printi.
2. Shanidze, A. (1984) Georgian mountain dialects. Collected Works in Twelve Volumes. Vol. I. Academy of Sciences of the Georgian SSR. Tbilisi State University. Tbilisi: Metsniereba.
3. Chincharauli, A. (2005) Khevsurian Dictionary. Tbilisi: Publishing House of the Academy of Sciences of Georgia.
4. Nakhutsrishvili, I.G., et al. (1986) Flora of Spore-producing Plants of Georgia (Summary). Tbilisi: Metsniereba (Russian).
5. Bakuradze, V. (2014) Vlg. Omalo, Tusheti.