Russula delica Fr.

Russula delica

ALL

ადგილობრივი სახელწოდება
ცხენისკბილა (1), ხარისკბილა (იმერ.) (2), ხარი კბილაი (სვან.) (3).

აღწერა
ქუდი — 6–20 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ — ძაბრისებრ ჩაღრმავებული, წვრილქეჩისებრი ან გლუვი ზედაპირით, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. ფირფიტები დაღმავალი, თხელი, მოთეთრო, მოცისფრო ელფერით. ფეხი — 2–4 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, წვრილქეჩისებრი ზედაპირით, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. რბილობი — მკვრივი, მოთეთრო. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, ხორკლიანი ზედაპირით, 8–12 X 7–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეში, ზოგჯერ დიდ ჯგუფებად, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).

გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ დამწნილებული. გარეგნულად მეტად წააგავს სავარცხელას, თუმცა ცხენისკბილა რძისმაგვარ სითხეს არ შეიცავს (1).

სვანეთი — „ხარის კბილა არყა სოკოს გავს, იჭმევა შემწვარი“ (3).

წყარო
1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
3. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. ხეების და მცენარეთა სვანური სახელწოდებები. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

Local Name
Tskhenisk’bila (1), Kharisk’bila (imer.) (2), Khari k’bilai (svan.) (3).

Description
Cap: The cap is 6–20 cm broad, with a deep obtuse depression, dry, finely wrinkled or wrinkled, white then dingy reddish buff. Gills are decurrent, arched, at least as wide as the cap flesh is thick, not very close, whitish to pale cream, edge becoming brown or rufous. Stem: The stem is 2–4 cm tall, 1–3 cm thick, white or whitish, rarely with a greenish tinge under the gills. Flesh: The flesh is white or whitish, flushing slightly rufous, taste mild. Spores: The spores are 8–12 X 7–9 µm, elliptical, with prominent warts.
Habitat: On soils, in mixed woodland, coniferous and leafy forests. Season: Summer, autumn.
Distribution: All regions of Georgia (4).

Uses
Edibility: Edible when marinated (1).

Svaneti — “Kharis k’bila like Arq’a, edible when cooked” (3).

References
1. Nakhutsrishvili, I.G. (2007) Fungi of Georgia. Tbilisi: Buneba Printi.
2. Makashvili, A. (1991) Botanical Dictionary. Tbilisi: Metsniereba.
3. Oniani, A. (1917) Collection of Svanetian Names of Trees and Shrubs (on Lashkhuri Dialect), Materials on Japhetic linguistics. Vol. VIII. Petrograd: Academy of Sciences Press.
4. Nakhutsrishvili, I.G., et al. (1986) Flora of Spore-producing Plants of Georgia (Summary). Tbilisi: Metsniereba (Russian).