ადგილობრივი სახელწოდება
ფიმფა (სვან.), ხის ჯაგარი (სვან.) [1], ხის ხავსი (თუშ.) [3], ფიჭვის ხავსი (თუშ.) [4]
მორფოლოგიური აღწერა
თალუსი სწორმდგომი, ყოველმხრივ ძლიერ დატოტვილი, ზედაპირზე ხშირი წვრილი დვრილისებრი გამონაზარდებით და გრძელი ფიბრილებით. სორედიები ჩვეულებრივ არა აქვთ. გულგულის შრე საკმაოდ მჭიდროდ ჩაწნული ქსოვილით. აპოტეციუმები ყოველთვის სახეზეა, ძირითადად თალუსის ბოლოებზე, 4-10 მმ დიამეტრის, კიდეებზე საკმაოდ გრძელი ფიბრილებით.
ჰაბიტატი
ხის ქერქზე.
გავრცელება
აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, ქართლი, მთიულეთი, თრიალეთი, მესხეთი [5].
ტრადიციული გამოყენება
სვანეთი – „ესენი წიწვიან ხეებზეა, განსაკუთრებით იყენებდნენ მონადირეები, გამოქვაბულებში როცა რჩებოდნენ დაიფენდნენ და წვებოდნენ ზედ რადგან ეს ინარჩუნებს ტემპერეტურას. ამას სვანურად ქვია წიწვიანი ხის ჯაგარი, ფიმფოუს, ეს ქართულად არის კაცი ხშირი თმებით და წვერებით, ამით ანთებდნენ ცეცხლს და თბებოდნენ ცივ ზამთარში, ძირითადად მონადირეები“ [1]; „ხეებზე არის წვერებივით, გამხმარი ხეების დასაწვავად ვიყენებთ, ცეცხლი კარგად ეკიდება, ზამთარში ტყეში რომ ვართ წვიმა და სიცივე რომაა ცეცხლს ვუკიდებთ და კარგად იწვის, კარგი სუნიც აქვთ“ [2]. თუშეთი – „ხის ხავსია, საღებავად ვიყენებთ, ოქროსფერ-ყვითელი გამოდის“ [3]; „ფიჭვის ხავსია, სამღებრო საქმეში იყენებენ მომწვანო ფერი გამოდის“ [4].
წყაროები
1. … 2014. … მესტია. 2. გულბანი, ი. 2014. სოფ. დუცი, მესტია. 3. მელაიძე, ქ., იჭრიაული, ნ. 2014. სოფ. ალვანი, ახმეტა. 4. ბახტურიძე, ც. 2014. … 5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
Local Name
Pimpa (Svan.), khis jagari (Svan.) [1], khis khavsi (Tush.) [3], pich’vis khavsi (Tush.) [4]
Description
Thallus fruticose, ascending, much branched in all directions, with dense tubercles and long fibrils on the surface; usually lacking soralia. Medulla made up of rather tough fungal tissue. Apothecia always present, mostly on tips of thallus branches, 4-10 mm diam., with long hairs on margins.
Habitat
On tree bark.
Distribution
Apkhazeti, Svaneti, Racha-Lechkhumi, Imereti, Kartli, Mtiuleti, Trialeti, Meskheti [5].
Uses
Svaneti – “It grows on conifers, and was most frequently used by hunters when they stayed at caves, they spread it on the ground and used as bed because it keeps warmth. Svans call it “ts’its’viani khis jagari” (conifer tree bristles) or “pimpous”, which in Georgian means “a man with dense hear and beard”; it was used particularly by hunters to light fire for warmth in cold winters” [1]; “Grows on trees, looks like beard. We use it to start fire, as it lights well. In winter while we are in forest, or in rainy and cold weather, we light it; it burns well and produces pleasant smell” [2]. Tusheti – “We use tree moss (khis khavsi) as a dye, it gives golden-yellow colour” [3]; „It’s a pine moss (“pich’vis lhavsi”) used in textile dying, the moss gives greenish colour“[4].
References
1. … 2014. …, Mestia. 2. Gulbani, I. 2014. Vill. Dutsi, Mestia. 3. Melaidze, K., Ichirauli, N. 2014. Vill. Alvani, Akhmeta. 4. Bakhturidze, Ts. 2014. … 5. Nakhutsrishvili, I.G., et al. 1986. Flora of Spore-producing Plants of Georgia (Summary). Metsniereba, Tbilisi.