ადგილობრივი სახელწოდება
ვერხვისძირა (1).
აღწერა
ქუდი — 6–18 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბალიშისებრი, ხორცოვანი, ქეჩისებრ-ხავერდოვანი ზედაპირით, მონარინჯისფრო-მოწითალო, ზოგჯერ აგურისფერიდან ფორთოხლისფრამდე. ჰიმენიალური შრე თავისუფალი, წვრილ-მომრგვალოფორებიანი, თავდაპირველად მოთეთრო, შემდეგ მურა-მონაცრისფრო, ზოგჯერ ზეთისხილისფერი ან მოყვითალო ელფერით. ფეხი — 6–16 სმ-მდე სიგრძის და 1.5–5 სმ-მდე სისქის, ხშირად ძირისკენ გამსხვილებული, მონაცრისფრო-მოთეთრო, მოგრძო ბოჭკოვანი ქერცლებით დაფარული ზედაპირით. რბილობი — მკვრივი, ხორცოვანი, თეთრი, ჰაერზე მოცისფრო-მოლურჯო ხდება, შემდეგ უფრო მუქდება და შავდება, განსაკუთრებულად გამოხატული გემოსა და სუნის გარეშე. სპორები — წაგრძელებულ-ოვალური, გლუვი, მოყვითალო, 14–16 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეში, უმეტესად ვერხვნარში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი და დამუჟუჟებული (1).
წყარო
1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
Local Name
Verkhvisdzira (1).
Description
Cap: The cap is 6–18 cm, orange to apricot, brown, smooth or slightly downy-fibrillose, cuticle overhanging tubes as an irregular skirt up to 3mm deep. Stem: The stem is 6–16 cm long, 1.5–5 cm thick, initially covered in white scales which gradually turn rusty then dark brown. Flesh: The flesh is dense, fleshy, white or whitish, then darker with age, changing color to bluish when bruised, without distinctive odor and taste. Spores: The spores are 14–16 X 4–6 µm, subfusiform, smooth, yellowish.
Habitat: On soils, open deciduous woodland, especially aspen. Season: Summer, autumn.
Distribution: All regions of Georgia (2).
Uses
Edibility: Edible when young, fresh, dry and marinated (1).
References
1. Nakhutsrishvili, I.G. (2007) Fungi of Georgia. Tbilisi: Buneba Printi.
2. Nakhutsrishvili, I.G., et al. (1986) Flora of Spore-producing Plants of Georgia (Summary). Tbilisi: Metsniereba (Russian).